top of page

კრისტიან პულისიჩი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია

Writer: Scout InsiderScout Insider

ლონდონის "ჩელსიმ" დორტმუნდის "ბორუსიას" ვინგერი კრისტიან პულისიჩი შეიძინა. ამერიკელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.

20 წლის მოთამაშის სანაცვლოდ ლონდონელებმა 64 მილიონი ევრო გადაიხადეს და ის სეზონის ბოლომდე, იჯარით ისევ "ბორუსიაში" გაუშვეს.

კრისტიან პულისიჩმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 11 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.



Comentários


bottom of page