ბევრი ევროპული ტოპ-კლუბი, მათ შორის კატალონიის ”ბარსელონა” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ საკუთარ შემადგენლობებს აფასებენ. უცხოური წყაროები კატალონიელებს ისეთ ფეხბურთელებს უკავშირებენ, როგორებიც არიან : ფრენკ დეიონგი(აიაქსი) ; ადრიენ რაბიო(პსჟ) ; ანდრეს კრისტენსენი(ჩელსი) ; რობერტოფირმინო(ლივერპული), ასევე ”სიტის” ვეტერანი, ვინსენ კომპანი.
მიუხედავად ამისა, არსებობს მიზეზები, რის გამოც კატალონიელებმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არავინ არ დაიმატონ.
N1 მიზეზი – შემადგენლობის სიღრმე
”ბარსელონამ” ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდძალი თანხა დახარჯა და შეკრა ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა მთელს მსოფლიოში. დაწყებული მეკარიდან, დამთავრებული შეტევით, ”ბლაუგრანას” ჰყავს მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე.
მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან : ფილიპე კოუტინიო,უსმან დემბელე, ლუის სუარესი, ლეო მესი, მალკომი, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი,არტური,ტერ შტეგენი,სერხიო ბუსკეტსი, სამუელ უმტიტი, ხორდი ალბა, პიკე,ლენგლე და ა.შ. მოკლედ ვინც არ უნდა დაასახელო ამ შემადგენლობიდან ყველა თითქმის ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ან პოტენციური ვარსკვლავია.
რთულია დახარჯო ფული, როდესაც გყავს ასეთი მძლავრი და მდიდარი შემადგენლობა.
N2 მიზეზი – ახალგაზრდული აკადემიის პროგრესი
”ბარსელონას” ფანტასტიური შედეგების გარდა შემოდგომის სეზონზე, ასევე სასიხარულო ინფორმაციაა კატალონიელთა გულშემატკივრებისთვის მათი აკადემიის პროგრესი. საუბარი მაქვს ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან კარლეს ალენია, მუნირი, რიკარდ პუჩ ორიოლ ბუსკეტსი, რომელთა შესახებაც ბოლო დროს ძალიან ხშირად იწერება ესპანურ პრესაში.
”ბლაუგრანას” ძალიან დამაიმედებელი აკადემია ჰყავს, ამიტომაც ვფიქრობ ესეც უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ კლუბმა იანვარში არავინ არ დაიმატოს და შანსი მისცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ახალი ფეხბურთელების შეძენით კლუბში გაიზრდება კონკურენცია, ამან კი შესაძლოა ცუდად იმოქმედოს ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებაზე.
N3 მიზეზი – ბოლოდროინდელი ხარჯი ტრანსფერებში და მაღალი ხელფასები
ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელებმა არც თუ ისე ცოტა ფული დახარჯეს შემადგენლობის გაძლიერებისთვის. უსმან დემბელეს და ფილიპეკოუტინიოს შესყიდვა გუნდს 300 მლნ. ევრომდე დაუჯდა, ასევე არტურის,ვიდალის,ლენგლეს და მალკომის სანაცვლოდ კლუბმა 130 მლნ. ევრომდე დახარჯა.
კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან აკურატულად უნდა იმოქმედოს, რომ Fair Play-ს წესები არ დააღვიოს სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ასევე კლუბის ბიუჯეტიდან დიდძალი თანხა მიდის ფეხბურთელების ხელფასებში, რაც ასევე დიდი რისკია კლუბისათვის.

Comments